მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

დე ფაქტო აფხაზეთი თურქეთს საქართველოს გამო აკრიტიკებს

დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. „საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტრო“ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებისთვის აკრიტიკებს.

ე.წ. უწყებაში აცხადებენ, რომ თურქეთი უნდა გაემიჯნოს ანგაჟირებული და შაბლონური განცხადებების გაკეთებას საქართველოს მითიური ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ

„აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაოცება გამოიწვია თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებამ, რომელიც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტისას გააკეთა, რომ აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის დავა მშვიდობიანი გზით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში უნდა მოგვარდეს .

დარწმუნებულნი ვართ, რომ მაღალი დონის პოლიტიკოსებმა თავიანთ განცხადებებში არ უნდა გამოიყენონ ისეთი ეპითეტები, რომლებიც ძირეულად ამახინჯებენ ჩვენს რეგიონში ობიექტურ რეალობას“, – ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „საგარეო უწყების ‘’ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button