“დედაენის ბაღში” გველი აღმოაჩინეს

დღეს დილით, იუსტიციის სახლის გვერდით მდებარე “დედაენის ბაღში”, ბაღის დაცვამ და გამვლელებმა, მწვანე ფერის, დაახლოებით, ნახევარ მეტრზე მეტი ზომის გველი აღმოაჩინეს. 

მათ შესაბამისი სამასახური გამოიძახეს, რის შემდეგაც სპეციალისტება გველი ბაღიდან გაიყვანეს, თუმცა რადიო “თბილისის” ინფორმაციით, ამ დრომდე პრევენციული სამუშაოები ბაღის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს.

ბაღის ტერიტორიაზე ხვლიკებიც ბინადრობენ.

ყოველდღიურად “დედაენის ბაღში” უამრავი მოზარდი და ბავშვი ისვენებს. აქ მოწყობილია “სკეიდ ბორდ სივრცე”. 2 გარე კაფე-რესტორანი და “ოფის-ცენტრის” შენობა, სადაც რადიო თბილისის სტუდიებიცაა განთავსებული.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”37345″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1467100067665″]

მსგავსი პოსტები

Back to top button