დედაქალაქის იერსახეზე ზრუნვა
თბილისის მერმა ქალაქის იერსახეზე ზრუნვასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.
შეხვედრას, თელასის, ყაზტრანსგაზის, აუთდორ.ჯის, ალმა+-ის , კავკასუს ონლაინისა და სილქნეტის წარმომადგენლებთან შედგა.
მერმა კომპანიების წარმომადგენლებს მათი საინჟინრო ნაგებობის, განათების ბოძების, საკომუნიკაციო ქსელებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურის ვიზუალურად მოწესრიგებაზე მიუთითა და სამუშაოების შესახებ, გეგმის წარმოსადგენად 7 დღიანი ვადა მისცათ.
თბილისის მერი ამბობს, რომ მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს თბილისის მერია გააკონტროლებს.