მნიშვნელოვანისაქართველო

დედაქალაქის ქუჩებში მხოლოდ თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ

2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დედაქალაქის ქუჩებში მხოლოდ თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ეს ფერი სავალდებულო იქნება. გარდა ამისა, ტაქსის სერვისის გაწევას ვერ შეძლებენ მარჯვენასაჭინი და სამკარიანი ავტომობილები.

როგორც კახა კალაძემ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა ლიცენზირებული ტაქსებისთვის ქალაქში საპარკინგე ადგილები უფასო იქნება. კალაძის თქმით, ამ ეტაპზე, 6 200-ზე მეტი ნებართვაა გაცემული. პირველი ოქტომბრიდან აღნიშნული სერვისის გაწევა ლიცენზიის გარეშე 200 ლარით დაჯარიმდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button