დედობის ინდექსის მიხედვით საქართველო 86-ე ადგილზეა
მსოფლიოში დედობისთვის საუკეთესო ქვეყანა ნორვეგიაა, – ამის შესახებ ანგარიშს საერთაშორისო ორგანიზაცია სეივ დე ჩილდრენ -ი აქვეყნებს. კვლევა 179 ქვეყანაში ჩატარდა და საქართველო 86-ე ადგილზეა.
რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოს უსწრებენ რუსეთი, რომელიც 56-ე ადგილზეა, ასევე თურქეთი 65-ე ადგილით და უკრაინა 69-ე ადგილით. რაც შეეხება აზერბაიჯანს, იგი 90-ე ადგილზეა, სომხეთი კი – 103-ე ადგილზე.
კვლევა რამდენიმე ინდიკატორზე დაყრდნობით ჩატარდა, კერძოდ დედათა ჯანმრთელობა, განათლება, შემოსავლის დონე და ქალის სტატუსი.
საუკეთესო ათეულში ევროპის ქვეყნები შევიდნენ. მათ შორის, ნორვეგიის გარდა, ფინეთი, ისლანდია, დანია, გერმანია, ნიდერლანდები, შვედეთი, ესპანეთი და ბელგია.
კვლევაში ყურადღება გამახვილებულია ასევე ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობაზე. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავრობაში ქალებს ადგილების 11. 3 პროცენტი უკავიათ. ამ მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 48,9 პროცენტი კუბას აქვს, შვედეთი კი 43,6 პროცენტით მეორე ადგილასაა.