დედოფლისწყაროსა და სიღნაღში რთველი დასრულდა

კახეთში ყურძნის მოსავლის ნახევარზე, 85 ათასი ტონა ყურძენი მეტი უკვე გადამუშავებულია.
დედოფლისწყაროსა და სიღნაღში, საიდანაც ყურძნის კრეფა დაიწყო, რთველი თითქმის დასრულებულია.
რთველის პროცესი ახლა კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.
მთლიანი გადამუშავებული მოსავლიდან 40 ათასი ტონა რქაწითელი, 39 ათასი ტონა საფერავი, 2,6 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.