მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

დედოფლისწყაროში 61 წლის ქალის გარდაცვალებას განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებენ

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში 61 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. მეზობლებმა ქალის ცხედარი მის საცხოვრებელ სახლში 6 ნოემბერს, საღამოს აღმოაჩინეს.

გარდაცვლილის ძმის, გია სეფიაშვილის ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი ეტყობა, ხელები დამტვრეული აქვს, პირი კი, ე.წ. სკოჩით ჰქონდა აკრული. სეფიაშვილის თქმით, სახლიდან არაფერია წაღებული. გარდაცვლილის ძმას მომხდარის მოტივებზე საუბარი უჭირს.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ არბოშიკში მურად ელაშვილი არ გამორიცხავს, რომ მკვლელობამდე გაძარცვის მცდელობა იყო. ელაშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილის სახლში ნივთები გადმოყრილი იყო და დამსხვრეულია ფანჯრები.

სახლი სადაც 61 წლის ქალის ცხედარი იპოვეს

მსგავსი პოსტები

Back to top button