ყაზბეგში მეწყერი ჩამოწვა

ყაზბეგში, ძლიერი წვიმის გამო, მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევა 7:00 საათისთვის მოხდა.

თვითმხილველების თქმით, მიწის მასამ მიკრო ავტობუსი და მსუბუქი მანქანა მოიყოლა, თუმცა მგზავრები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილები.

რამდენიმე საათით პარალიზებული იყო ტრანსპორტის მოძრაობა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე უკვე მუშაობს სპეციალური ტექნიკა და ცალმხრივად მანქანების გადაადგილებაც აღდგა.

მსგავსი პოსტები

Back to top button