რეგიონისაქართველოსიახლეები

დედოფლისწყაროში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა

დედოფლისწყაროში, კორონავირუსით  გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, 70 წლამდე ასაკის ქალი, ორმხრივი პნევმონიით, სახლში, ონლაინ კლინიკისა და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობდა.
პაციენტის მდგომარეობა გუშინ მკვეთრად დამძიმდა.

ამის შემდეგ, ის დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ინფორმირებული წყარო, რადიო ჰერეთს უყვება, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ქალის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, 112- თან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობდნენ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ,დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში, კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ

მსგავსი პოსტები

Back to top button