დედოფლისწყაროში მრავალპროფილური საავადმყოფო შენდება

დედოფლისწყაროში მრავალპროფილური საავადმყოფო შენდება.

პროექტის მიხედვით, საავადმყოფოს შენობა ერთსართულიანი იქნება თანამედროვე დიზაინითა და კეთილმოწყობილი ეზოთი. კლინიკა დედოფლისწყაროსა და ირგვლივ მდებარე 16 სოფლის 32 ათას 531 მცხოვრებს მოემსახურება.
სტაციონარი უახლესი ტექნიკით აღიჭურვება და პაციენტებს ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.
პროექტი სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მლნ 700 ათას ლარია. მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა 2014 წელს დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button