დედოფლისწყაროში საატესტატო გამოცდებზე 57 მოსწავლე ჩაიჭრა

საატესტატო გამოცდებზე წელს დედოფლისწყაროში 57 მოსწავლე ჩაიჭრა.
ისინი მომავალ წელს ხელახლა დარეგისტრირდებიან და საგნების ჩაბარებას 2016 წლის მაისში შეეცდებიან – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” ინტერნეტ გაზეთ “ქიზიყიდან” აცნობეს.
უცხო ენაში 25 მოსწავლე ჩაიჭრა, აქედან 6 ინგლისურ ენაში, დანარჩენი რუსულ ენაში. მათემატიკაში სულ 23 მოსწავლე ჩაიჭრა, ფიზიკაში – 7, ბიოლოგიაში – 2, ქიმიაში – ერთი.
ქართულ ენაში სამი მოსწავლე ჩაიჭრა, ერთი გამარჯვების საჯარო სკოლიდან, ხოლო ორი სამთაწყაროს სკოლიდან. ისტორიაშიც – ერთი მოსწავლე ზემო ქედიდან – წერს ინტერნეტ გამოცემა.