“დედოფლისწყაროში შუახნის მამაკაცი მოკლეს”

“დედოფლისწყაროში ღამით შუახნის მამაკაცი მოკლეს”,- ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ბრალდებული ჯერ დაკავებული არ არის. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა იმ დროს მოხდა, როცა მამაკაცთან სახლში მისი ამხანაგები ქეიფობდნენ. მათივე თქმით, შეკრებილებს შორის ინციდენტი სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო. მამაკაცს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.