დედოფლისწყაროში10 150 ლარის ღირებულების ავეჯს და ტექნიკას ყიდულობენ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა 6 350 ლარის ღირებულების ავეჯს და 3 800 ლარის ღირებულების კომპიუტერულ მოწყობილობებს ყიდულობს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რომელიც რადიო “ჰერეთმა” მოიპოვა, გამგეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან შეიძენს 5 პრინტერს, 31 ფლეშ მეხსირების ბარათს, 50 DVD დისკს, 350 CD დისკს, 5 კვების ბლოკს, 15 მაუსს, 10 დინამიკს, 10 კლავიატურას და ა.შ.
რაც შეეხება ავეჯს, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, დედოფლისწყაროს გამგეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან იყიდის საოფისე მაგიდებს, კედელზე დასაკიდ თაროებს, სკამებს, კარზე გასაკრავ პლასტიკატს და საოფისე კარადებს.
ჯამში კომპიუტერული მოწყობილობებისთვის და ავეჯისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 150 ლარი დაიხარჯება.
როგორც რადიო “ჰერეთს” დეოდოფლისწყაროს გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა განუცხადა, მუნიციპალიტეტში არქივის ოთახი უნდა მოეწყოს და ზემოთაღნიშნული ტექნიკა და ავეჯი ამითვის სჭირდებათ.
გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი_ხმა