დედოფლისწყაროში ხანძარს 75 წლის ქალი ემსხვერპლა

დედოფლისწყაროში 9 აპრილის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ღამით გაჩენილ ხანძარს მარტოხელა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დასახმარებლად შესულ მეზობლებს, 75 წლის მარიამ სიმონიძე უკვე გარდაცვლილი დახვდათ. მოხუცი ქალბატონი დედოფლისწყაროს სათნოების სახლის ბენეფიციარია.

ჯერ უცნობია, ხანძრის გამომწვევი მიზეზი შეშის ღუმელი გახდა, თუ მოძველებული ელექტროგაყვანილობა.

როგორც შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელი ამბობს, მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button