Deep Purple ახალ ალბომზე მუშაობს.

ლეგენდარული როკ ჯგუფი Deep Purple ნეშვილიდან იტყობინება, რომ ახალ ალბომზე მუშაობა დაწყებულია. ჯგუფის წევრების თქმით, ამ დროისთვის 13 სიმღერაა ჩაწერილი, თუმცა იან გილანს ვოკალზე მუშაობა ჯერ არ დაუწყია.

როჯერ გლოვერმა ასეთი განცხადება გააკეთა, “ალბომის ჩაწერა 28 იანვარს დავიწყეთ, მზადებას 13 დღე დაჭირდა, ჩაწერასც ცამეტი, გვაქვს 13 სიმღერა ჩაწერილი. დამთხვევაა თუ რა არ ვიცი, არც ის, ამ სიმღერებიდან რომელი მოხვდება ალბომში, ალბათ ყველა. არც კი ვიცი როგორ დავახასიათო მუსიკა, – შეუძლებელი შევძელით. მათი მოსმენა ღიმილს მგვრის.”


Deep Purple რიგით უკვე მეოცე ალბომის გამოშვების თარიღი ჯერ-ჯერობით არ სახელდება. უცნობია მისი სახელიც, გარეკანიც და სიმღერების სახელებიც, თუმცა ლეგენდარული ჯგუფის ფანები უკვე მოუთმენლად ელიან ახალ ალბომს.

მსგავსი პოსტები

Back to top button