მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დეკანოიძემ მოსმენებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა და ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა

დეკანოიძე მოსმენებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

“ეს არის სარჩელი, რომ დაიწყოს გამოძიება ფარულ მიყურადებაზე. მე გულწრფელად მინდა ვუთხრა ყველას, რომ მე არ მაქვს იმედი, რომ ამ შემთხვევაში ეს პროკურატურა, ან სუს-ი, ან შსს გამოძიებს ამ მასიურ, ტოტალურ კონტროლს ადამიანებზე, მაგრამ მაშინ, როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებას ჩამოცილდება, მაშინ, როდესაც ჩვენ გვექნება თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემა, გვექნება პროკურატურა, რომელსაც ეყოლება დამოუკიდებელი პროკურორი, ეს ჩემი და ყველას განცხადება, ვინც ამ ტოტალურ კონტროლს გააპროტესტებს, დარწმუნებული ვარ, იქნება გამოძიებული”, – აცხადებს დეკანოიძე

ბოლო რამდენიმე დღეა მედიას ხელში ჩაუვარდა ათასობით ფაილი, რომელიც, დიდი ალბათობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან არის გამოჟონილი და ასეულობით ადამიანის პირად საუბრებს ასახავს. ამ ჩანაწერების დიდი ნაწილი სასულიერო პირებს ეხებათ, თუმცა მასში ფიგურირებენ პოლიტიკოსებიც, ჟურნალისტებიც და რიგითი ადამიანებიც.

ფაილების მიხედვით ირკვევა, რომ დეკანოიძესაც უსმენდნენ. ჩანაწერებში დეკანოიძისა და ელჩების საუბარია ასახული.

მსგავსი პოსტები

Back to top button