“დეკანოზი გიორგი მამალაძე ილია მეორეს შეხვედრას სთხოვს”

“დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქს სთხოვს, მისთვის მოიცალოს”, – ამის შესახებ ჩაფიძის კლინკაში ბრალდებულის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.
“პატრიარქი შეხვედრას თუ ვერ შეძლებს, მამა გიორგის სინოდის რომელიმე წევრთან შეხვედრას სურს. უპრიანი იქნება, მას მეუფე პეტრე ცაავა ესაუბროს. სასულიერო პირებთან შეხვედრამდე, დეკანოზი გიორგი დუმილის უფლებას იყენებს. ბევრი რამ აქვს სათქმელი, მათ შორის, როგორ აღმოჩნდა იარაღი მის სახლში, რომელიც მისი არ იყო”, – განაცხადა რამიშვილი.