მნიშვნელოვანისიახლეები
დეკანოზი გიორგი მამალაძე გაათავისუფლეს

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ძმა თორნიკე მამალაძე ავრცელებს.
“7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ ჩემი ძმა დეკანოზი თავისუფალია”, – წერს თორნიკე მამალაძე.
როგორც გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განაცხადა, გიორგი მამალაძემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა და ის ოჯახში იმყოფებოდა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე.სამივე ინსტანციის სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო შურისძიების მოტივით კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი დანაშაულის ჩადენას უარყოფდა.