მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
სესია დაიხურა- ჟურნალისტებმა ბანერები არ ჩამოხსნეს

პარლემენტის სესია დღეს ჩაიშალა – ჟურნალისტების მიერ ბანერების გამოფენის გამო.
გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ მიიღო.
მანამდე მედიას კუჭავამ თხოვნით მიმართა ბანერები ჩამოეხსნათ, წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომა არ ჩატარდებოდა.
„მმართველი გუნდის მხრიდან არის ასეთი თხოვნა, მივმართავთ ჩვენს კოლეგებს, თუ გვსურს, რომ გავაგრძელოთ სხდომა, სადაც შს მინისტრს დავუსვამთ კითხვებს, მივიღებთ პასუხებს და ამის შემდეგ იქნება პოლიტიკური გამოსვლები, თხოვნა არის პოლიტიკურ აქტივობებთან დაკავშირებით, რომ ყველამ შეიკავოს თავი, იგულისხმება პირველ რიგში ჩვენი კოლეგები, ჟურნალისტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მმართველი გუნდი არ აპირებს მონაწილეობის მიღებას და სხდომის გაგრძელებს, გადაიდება სხდომა სხვა დღეზე” – თქვა კახა კუჭავამ.