დეკანოზი რომელიც 5 ივლისს ძალადობისკენ მოუწოდებდა გამოკითხვაზე იმყოფება
პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე სასულიერო პირი – დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი იმყოფება.
“ვალდებული ხართ, იძალადოთ!” – ეს იყო სპირიდონ ცქიფურიშვილი გამოსვლის საკვანძო ფრაზა, რომელიც მან 5 ივლისს ძალადობრივ კონტრაქციაზე წარმოთქვა.
მიუხედავად ძალადობისკენ ღია მოწოდებისა, სასულიერო პირის ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე ამტკიცებს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
გამოკითხვაზე გადაიყვანეს ასევე ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის ლიდერები, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები და ალტ ინფოს დამფუძნებელი ზურა მახარაძე.
დღეს დილიდან ჩხრეკა მიმდინარეობს ჰომოფობიური და ძალადობერივი ჯგუფის ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის ,ასევე კონსტანტინე მორგოშიას და ზურა მახარაძის საცხოვრებელ სახლებშიც.
სამივე მათგანი, ზურაბ მახარძე,გურამ ფალავანდიშვილი და ალექსანდრე ფალავანდიშვილი 5 ივლისს “ღირსების მარშის” საწინააღმდეგოდ დაგეგმილი კონტრაქციების ლიდერები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, ამ დღეს 55 პირი დაშავდა, მათ შორის 53 ჟურნალისტი. სასტიკად ნაცემი ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა კი 11 ივლისს გარდაიცვალა.