მსოფლიოსიახლეები

COVID-19 – სტატისტიკა

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 280 შემთხვევა დაფიქსირდა, წინა დღესთან შედარებით, – 83-ით მეტი.

სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში ოფიციალურად დადასტურდა ინფიცირების 235 278 შემთხვევა.

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 65 კაცი გარდაიცვალა, 12-ით მეტი, ვიდრე წინა დღეს.

სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 964 კაცი.

ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა 4 729 (გუშინ – 4 864), ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა 283-მდეა (გუშინ – 287) შემცირებული.

განკურნებულთა რაოდენობა გაიზარდა 166 584-მდე, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 70,80%-ია.

აზერბაიჯანში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 323 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 7 876 შემთხვევა, – 782 ყოველ მილიონ მცხოვრებზე. განვლილ 24 საათში კორონავირუსით 5 კაცი გარდაიცვალა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილია 93 ადამიანი, – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1,18%. ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანში არის 9,2. განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში 153 კაცი განიკურნა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 4 377 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 55,57%. ამ დროისთვის განსაკუთრებული რეჟიმის სავადმყოფოებში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს 3 406 კაცი.

მაისის დასაწყისში, კორონავირუსის შემთხვევების და საავადმყოფოებში ინფიცირებულ პაციენტთა კლების ფონზე, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ შეზღუდვები შეამსუბუქა. შემდეგ კი, 18 მაისს, საკარანტინე ზომების მორიგი შემსუბუქება გამოაცხადა, – მოსახლეობას სახლიდან გამოსასვლელად სპეციალური საშვების საჭიროება მოუხსნა.

შემსუბუქების ზომების შემცირების შემდეგ აზერბაიჯანში ინფიცირების თანდათანობით მატებას მაისის 27 რიცხვიდან ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა და სიტუაციის გაუარესება მოჰყვა და დღეისათვის აზერბაიჯანში განკურნებულ პაციენტთა %-ული წილი 4 მაისის 74,60%-დან 55,57%-მდეა ჩამოსული, საავადმყოფოში მყოფ პაციენტთა რაოდენობა კი, 466-დან 3 406-მდე ანუ 7,31-ჯერ არის გაზრდილი.

აზერბაიჯანში ჩატარებული ტესტების რაოდენობაა 343 391, – ყოველ მილიონ მოსახლეზე 34 090.

ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 7 148 940 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 407 492 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 3 490 745 პირი.

მსგავსი პოსტები

Back to top button