“დეკანოზის სახლიდან ამოღებული იარაღი ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის”

დეკანოზ გიორგი მამალაძის სახლიდან ამოღებული იარაღი ბრალდების მთავარ მოწმე ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის – განუცხადა “კვირის პალიტრას” ბრალდებულის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.

“ძველით ახალ წელს უთქვამს, პოლიციასთან პრობლემა მაქვს და არ მინდა, სახლში მქონდეს, შემინახეო. საქმის მოკვლევა დაწყებული იყო. როგორც ჩანს, იფიქრეს, თავი დავიზღვიოთ, საქმე გავამყაროთო. მიუტანა, კარგად იცოდა, რომ შეუნახავდა. მამა გიორგიმ უთხრა, თუ არაოფიციალურია, პოლიციას ჩააბარეო. ცოტა ხნით შენთან იყოს და მერე წავიღებო”, – ამბობს რამიშვილი.

“იარაღი ცხოვრებაში არ მქონია”, – განაცხადა დეკანოზის საქმეში ბრალდების მთავარმა მოწმემ, ირაკლი მამალაძემ.

“ძველით ახალ წელს შარდენის 12-ში 15 კაცთან ერთად ვიყავი. ძალიან კარგი დრო გავატარე. რითი მტკიცდება, რომ მეკუთვნოდა, ჩემზეა გაფორმებული? შეუძლებელია. იარაღი ცხოვრებაში არ მქონია, არც კავშირი და შეხება. წლების განმავლობაში ჟურნალისტიკაში იყო და 34 წლისამ მამაოს იარაღი მიაბარო, ლოგიკა სად არის”, – ამბობს ირაკლი მამალაძე.

პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, “დეკანოზი გიორგი მამალაძე, მკვლელობის მომზადების ბრალდებით, 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა. ილია მეორეს პერაციისთვის ამზადებდნენ. მოქალაქემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა”.

მსგავსი პოსტები

Back to top button