დეკანოზის საქმეზე მტკიცებულებათა ნაწილი გასაჯაროვდა [Video]
“ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ”, – ეს განცხადება პროკურორმა ჯარჯი წიკლაურიმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალდება წარედგინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენისა და შენახვის ფაქტზე.
დეკანოზი გიორგი მამალაძე ერთ თვეზე მეტია სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებაშია მოთავსებული. მამა გიორგი მამალაძეს მკვლელობის მომზადებაში ედება ბრალი, თუმცა ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
დეკანოზი გიორგი მამალაძე სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 და 108-ე მუხლებით არის დაკავებული რაც მკვლელობის მომზადებას ითვალისწინებს.
ნახეთ ვიდეომასალა, რომელიც პროკურტურამ გაავრცელა.