დელ ბოსკე საქართველოსთან მარცხში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს [Video]

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვისენტე დელ ბოსკე საქართველოს მარცხში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. როგორც მან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, ევროპის ჩემპიონატზე “ფურიე როხას” გეგმები უცვლელია.

“ამ შედეგის გამო არ უნდა დავმწუხრდეთ. ჩვენი მიზნები ევროპის ჩემპიონატზე არ იცვლება. დღეს პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ და მეორე ნახევარში სიტუაციის გამოსწორებას ანდრეს ინიესტას მოედანზე გაყვანით შევეცადეთ, მაგრამ მეტოქემ თავისუფალი სივრცეები არ დაგვიტოვა”, – განაცხადა დელ ბოსკემ.

მოგეხსენებათ, ესპანეთის ნაკრები მადრიდში საქართველოს ნაკრებთან მოულოდნელად 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი ჯაბა ჯიღაურის ჩინებული გადაცემის შედეგად თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button