დელეგაცია ოლიმპიური ცეცხლის ჩამოსატანად გაემგზავრა
ოლიმპიური ცეცხლის ჩამოსატანად ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტი საბერძნეთში გაემგზავრა.
დელეგაცია ჩირაღდანს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს ჩამოიტანს.
საქართველოში პირველი ქალაქი სადაც ცეცხლს ჩაიტანენ, ბათუმი იქნება, შემდეგ კი ის მთელ საქართველოს მოივლის.
დელეგაციაში შედიან ოლიმპიური ჩემპიონები, ხელოვანები და თბილისის საკრებულოს წარმამდგელები. მათი განცხადებით, ოლიპმიური ცეცხლის ჩამოტანა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.