„დელტა“ სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების დამზადებას იწყებს

საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების დამზადება იწყება. სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ მუშაობა მომავალი კვირიდან დაიწყება.

როგორც “დელტას” ხელმძღვანელმა, უჩა ძოძუაშვილმა განაცხადა, საქართველოში წარმოებული რაკეტები უფრო ხარისხიანი იქნება.

“პირველი რაკეტის დამზადება შემდეგი კვირიდან დაიწყება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან პროცესის სრული კონტროლი ადგილზე მოხდება. საჭიროებიდან გამომდინარე კი, რაკეტის ფრენის ტრაექტორიისა და აქტიური ზემოქმედების მოცულობის ცვლილება შეგვეძლება”, – განაცხადა უჩა ძოძუაშვილმა.

ამ დრომდე საქართველო სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებს ბულგარეთისა და მაკედონიისგან ყიდულობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button