“დელტამ კახეთში 300-ზე მეტი რაკეტა გაისროლა”

“10-11 მაისს კახეთის რეგიონში განსაკუთრებით მძლავრი სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა”, -ამ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი თქმით, “სტიქიის თავიდან ასარიდებლად, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 300-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. ღრუბლის მასებმა ახმეტის, თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის, ყვარელის და დედოფლისწყაროს რაიონები ეტაპობრივად მოიცვა. შემოსული ნალექის სრული მასა, ამ რაიონების თავზე ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა.

სეტყვასაშიში ღრუბლების მასების საერთო ფართობი 4200 კვადრატულ კილომეტრს აღემატებოდა, ხოლო სეტყვის მოსვლის ალბათობა, 80-100% იყო”, – ნათქვამია განცხასდებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button