მსოფლიოსიახლეები

დანებით შეიარაღებული პირები გამვლელებს თავს დაესხნენ

გერმანიაში, ქალაქ ჰანაუში, დანებით შეიარაღებული რამდენიმე ადამიანი გამვლელებს თავს დაესხა. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იტყობინება.

მას შემდეგ, რაც საღამოს ჰანაუს საავადმყოფოს ოთხმა ადამიანმა დანით მიყენებული ჭრილობებით მიაკითხა, პოლიციამ მოწმის ჩვენებაზე ორი ეჭვმიტანილი დააკავა.” – ნათქვამია სამართალდამცავების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ერთი დაკავებული 23 წლის არის, ხოლო მეორე, – 29 წლის. ამ ეტაპზე, ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ინციდენტის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button