დემი მურმა პრინც ენდრიუსთან რომანი გააჩაღა [Photo]
ამერიკელი მსახიობი, დემი მური დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ის მეორე ვაჟს – ენდრიუს ხვდება. როგორც გამოცემა Elle აღნიშნავს, წყვილის ისტორია რომანტიკული კომედიის სიუჟეტს გვაგონებს, თუმცა იგი ბევრად უფრო რეალურია.
ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ დედოფალი კატეგორიულად ეწინააღმდეგება შვილის ურთიერთობას სამჯერ განათხოვარ მსახიობთან, რომელსაც წარსულში ალკოჰოლთან და ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა. ამის გარდა, მოარული ჭორების თანახმად, დედოფალმა შვილს საცოლე უკვე შეურჩია.
დემი მური პრინც ენდრიუს მისმა ყოფილმა მეუღლემ, იორკის ჰერცოგინია სარა ფერგიუსონმა გააცნო. სხვა მონაცემებით, მსახიობს სამეფო გვარის წარმომადგენელი პრინცესა დიანამ 90-იანი წლების დასაწყისში დააკავშირა.
ახლა მური 53 წლისაა, ხოლო პრინცი ენდრიუ – 56-ის. მური მსახიობ ეშტონ კატჩერს 2011 წელს გაეყარა, ხოლო პრინცი სარა ფერგიუსონს 1996 წელს დაშორდა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”39768″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]