კულტურამნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დემნა გვასალია Gucci-ს კრეატიული დირექტორი გახდა

ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია Gucci-ს კრეატიული დირექტორი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას დიზაინერი ინსტაგრამზე ავრცელებს.

„ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ, რომ შევუერთდი Gucci-ის ოჯახს. ჩემთვის დიდი პატივია წვლილი შევიტანო სახლში, რომელსაც ღრმად ვცემ პატივს და დიდი ხანია აღფრთოვანებული ვარ. მოუთმენლად ველი, რომ სტეფანოსა და მთელ გუნდთან ერთად Gucci-ის საოცარი ისტორიის ახალი თავი დავწერო“, – ნათქვამია დემნა გვასალიას განცხადებაში.

დემნა გვასალია Balenciaga-ს კრეატიული დირექტორია 2015 წლიდან. გავრცელებული ინფორმაციით, ის ზედამხედველობას გაუწევს მის ბოლო შოუს, რომელიც 6 ივლისს გაიმართება, ვიდრე იტალიურ მოდის სახლში გადავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button