მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დემოკრატები ჰარისს პრეზიდენტობის კანდიდატად 19 აგვისტოს ყრილობაზე დაასახელებენ

საპრეზიდენტო კამპანიის დაწყების შემდეგ, პირველად, კამალა ჰარისი მხარდამჭერებს შეხვდა. მილუოკიში გამართულ ღონისძიებაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი მკაცრად გააკრიტიკა.

ცნობისთვის, 5 ნოემბრის არჩევნებისას უისკონსინი ერთ-ერთ გადამწყვეტ შტატად სახელდება. პარალელურად, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც კამალა ჰარისი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე არაპოპულარულ ვიცე-პრეზიდენტებს შორის სახელდება.

“როიტერსისა” და “იპსოსის” ეროვნული გამოკითხვით კი, წინასაარჩევნო მარათონში ჰარისი ტრამპზე 2 პროცენტით წინ არის.

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრები მხარს დაუჭერენ კამალა ჰარისს, თუ ჯო ბაიდენი საკუთარ კანდიდატურას მოხსნის

Reuters-ისა და “იფსოსის” გამოკითხვების თანახმად, კამალა ჰარისს დონალდ ტრამპზე მცირე უპირატესობა აქვს. გამოკითხვა ქვეყნის მასშტაბით 21-22 ივლისს ჩატარდა, მას შემდეგ, რაც მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კანდიდატურა მოხსნა. შედეგების მიხედვით, კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს ორი პროცენტული პუნქტით უსწრებს – ჰარისმა 44% მიიღო, ტრამპმა – 42%. ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტული პუნქტია. გამოკითხვაში, რომელიც ონლაინ ჩატარდა, გამოკითხული იქნა 1241 ზრდასრული ამერიკელი, მათ შორის 1018 რეგისტრირებული ამომრჩეველი.

გამოცემის ცნობით, ჰარისი და ტრამპი 15-16 ივლისის გამოკითხვაში თანაბარი შედეგებით – 44%-ით იყვნენ, ხოლო 1-2 ივლისის გამოკითხვაში ტრამპი ერთი პროცენტული პუნქტით ლიდერობდა. ორივე ცდომილების იგივე ზღვარში.

Reuters-ის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვები იძლევა მნიშვნელოვან სიგნალებს მხარდაჭერის შესახებ პოლიტიკური კანდიდატების მიმართ, კონკურენტუნარიანი რამდენიმე შტატი, როგორც წესი, ცვლის ბალანსს აშშ-ს საარჩევნო კოლეგიაში, საბოლოოდ წყვეტს ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში.

რეგისტრირებული ამომრჩეველთა დაახლოებით 56% ეთანხმება მოსაზრებას, რომ 59 წლის ჰარისს “მკვეთრი გონება აქვს და გამოწვევებთან გამკლავება შეუძლია” 49% -თან შედარებით, ვინც იგივე თქვა 78 წლის ტრამპზე. ბაიდენს ასე აფასებს ამომრჩეველთა მხოლოდ 22%.

სამშაბათს ჰარისმა ვისკონსინის კრიტიკულ შტატში ამომრჩევლებთან პირველი შეხვედრა გამართა და კონკურეტნზე, დონალდ ტრამპზეც ისაუბრა. მისი თქმით, როდესაც პროკურორად მუშაობდა, ხვდებოდა ყველა ტიპის დამნაშავეს, ქალებზე მოძალადეებს, თაღლითებს, მატყუარებს, რომლებიც კანონს არღვევდნენ – “ასე რომ, მომისმინეთ, როცა ვამბობ, მე ვიცი დონალდ ტრამპის ტიპი”.

დემოკრატები ჰარისს პრეზიდენტობის კანდიდატად, ოფიციალურად, 19 აგვისტოს გამართულ ყრილობაზე დაასახელებენ.

ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, საარჩევნო კამპანიის დასრულების შემდეგ, საჯაროდ პირველად გამოჩნდა. ბაიდენი ამჟამად უკვე ვაშინგტონშია და ოვალური კაბინეტიდან დღეს ამერიკელებისადმი მიმართვისთვის ემზადება.

“ვისაუბრებ იმის შესახებ, თუ რა გველის წინ და და როგორ დავასრულებ სამუშაოს ამერიკელი ხალხისთვის”, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ბაიდენი თეთრ სახლში დელავერის შტატიდან დაბრუნდა, სადაც, საკუთარ სახლში, კოვიდვირუსის გამო, ერთი კვირა გაატარა. თეთრი სახლის ექიმის ინფორმაციით, ბაიდენს კოვიდტესტზე უარყოფითი პასუხი აქვს და მას არც სიმპტომები აღენიშნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button