მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები
“დემოკრატიის განმტკიცება საქართველოში”-აშშ-ის სენატში მსჯელობა გაიმართება

დღეს აშშ-ის სენტაში საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ, მოსმენას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტი გამართავს საკითხზე: “დემოკრატიის განმტკიცება საქართველოში”.
ამის შესახებ ინფრომაცია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა.
სხდომას ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი უხელმძღვანელებს.
აშშ-ის სენატში დღევანდელ სხდმას სავარაუდოდ, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები, ჯორჯ კენტი და კარა მაკდონალდიც დაესწრებიან.