მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დემონსტრანტთა რეკორდული რაოდენობა მადრიდის ქუჩებში -ამნისტიის შესახებ კანონი 170 000-ამდე ადამიანმა გააპროტესტა

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, კატალონიელი სეპარატისტების ამნისტიის შესახებ შეთანხმების გასაპროტესტებლად მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 170 000-მდე ადამიანმა მიიღო.

ხელისუფლების მონაცემებით, ამნისტიის კანონის წინააღმდეგ დემონსტრაციაში, დაახლოებით, 170 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ამნისტიის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში კანონის უზენაესობას საფრთხეს უქმნის.

მადრიდში საპროტესტო აქცია მოგვიანებით პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. არიან დაკავებულები. პარალელურად, ბილბაოში ათასობით ადამიანმა ამნისტიის მხარდასაჭერი დემონსტრაცია გამართა.

ამნისტია ვრცელდება დაახლოებით 400 ადამიანზე, რომლებსაც კავშირი აქვთ 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადების მცდელობასთან.
საპროტესტო აქცია მოჰყვა ესპანეთის სოციალისტი პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის გადაწყვეტილებას, დათანხმებულიყო ამნისტიის შესახებ კანონს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი დანიშვნის მიმართ კატალონიური და ბასკური ნაციონალისტური პარტიების მხარდაჭერის სანაცვლოდ.
სანჩესმა კოალიციური მთავრობის ფორმირება კატალონიურ და ბასკურ ნაციონალისტურ პარტიებთან გარიგებით შეძლო. ამისთვის კი მან გასცა ამნისტიის პირობა მათთვის, ვინც დაარღვია კანონი 2017 წელს, კატალონიის რეგიონის წარუმატებელი გამოყოფის მცდელობის დროს. თავად პედრო სანჩესი აცხადებს, რომ ამნისტიის კანონი კატალონიაში დაძაბულობის განმუხტვას შეუწყობს ხელს.
ამნისტია ეხება 400-მდე ადამიანს, რომლებიც მონაწილეობდნენ დამოუკიდებლობის შესახებ 2017 წელს ჩატარებული რეფერენდუმის ორგანიზებაში, მათ შორის არიან სეპარატისტები, მაგრამ ასევე აქტივისტებთან შეტაკებაში მონაწილე პოლიციელები. დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი სასამართლომ უკანონოდ გამოაცხადა და ესპანეთში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.
სააგენტოს ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში გამართული დემონსტრაციებისას, ამდენი ადამიანი ქუჩაში ჯერ არ გასულა.

მსვლელობის მონაწილეებს ეჭირათ ესპანეთის დროშები და ბანერები ტექსტებით: “სანჩესი – მოღალატე”, “ნუ გაყიდი ესპანეთს”…

Reuters-ის ცნობით, სამოქალაქო ჯგუფების მიერ ორგანიზებულ მსვლელობას ასევე შეუერთდნენ ოპოზიციური კონსერვატიული სახალხო პარტიის ლიდერი ალბერტო ნუნეს ფეიჰო და ულტრამემარჯვენე პარტია Vox-ის ლიდერი სანტიაგო აბასკალი.

პროტესტი ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეების ამნისტია დააანონსა. მომიტინგეები მთავრობას, პირადი სარგებლის გამო, ქვეყნის ინტერესების დარღვევაში ადანაშაულებენ. პრემიერს მთავრობის ფორმირებისთვის სეპარატისტული პარტიის მხარდაჭერა სჭირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button