დემურ სტურუას ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

დემურ სტურუას ოჯახი საგამოძიებო ორგანოს უნდობლობას უცხადებს.

სოფელ დაფნარში გარდაცვლილი ახალგაზრდის ახლობლების თქმით, პოლიციელებმა ბრალდებული დროულად არ დააკავეს.  სუტურუას ოჯახის წევრები ამ დრომდე საოლქო პროკურატურაში იმყოფებიან.  დემურ სტურუას საქმეზე მთავარი პროკურატურა, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.

საქართველოს სახალხო დამცველი დემურ სტურუას საქმის ეფექტურ გამოძიებას ითხოვს. ობუდსმენი საქმეში არსებულ კითხვის ნიშნებზე საუბრობს და სამართალდამცავ ორგანოებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.  მისი შეფასებით, ეს საქმე პრეცედენტულია და აუცილებელია, რომ დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი სავარაუდო დამნაშავისთვის ხელის დაფარების ფაქტს.  შესაბამისი უწყებების მხრიდან არაადეკვატურ რეაგირებაზე საუბრობენ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში”.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, გაუგებარია, რატომ დასჭირდა პროკურარატურას ამდენი დრო ბრალის წარსადგენად.  მხარეები რეპრესიულ ნარკოპოლიტიკაზეც საუბრობენ და ხელისუფლებას მისი გადახედვისკენ მოუწოდებენ.

დემურ სტურუას საქმეზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. ოპოზიციაში საგამოძიებო უწყების უუნარობაზე საუბრობენ და სისტმურ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას.  რაც შეეხება მმართველ გუნდს. მათი განმარტებით, შესაბამისი პროცედურების დასრულებამდე სამართალდამცველებს ბრალდებულის დაკავების უფლება არ ჰქონდათ. 

მსგავსი პოსტები

Back to top button