დეპარდიე სტალინის როლს ითამაშებს

მსახიობი ჟერარ დეპარდიე სტალინის განსახიერებას აპირებს. ფილმის რეჟისორი ცნობილი ფრანგი მსახიობი ქალი – ფანი არდანი იქნება. როგორც გამოცემა Hollywood Reporter გვაცნობებს, დეპარდიე, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, ჟან-დანიელ ბალტასარის ადაპტირებული რომანის – Le Divan de Staline-ის მიხედვით დაგასაღებ ფილმში საბჭოთა დიქტატორის როლს შეასრულებს.

სურათის სიუჟეტი 1950 წლის მოვლენებს ეხება, როცა სტალინი მხატვრებთან ძეგლის პროექტს განიხილავს, რომელიც მათ თავად დიქტატორის პატივსაცემად უნდა ააგონ.

ფილმს ფრანგულ-პორტუგალული კინოკომპანია Leopardo Filmes გადაიღებს, Мосфильм-ი კი რეკვიზიტითა და კოსტუმებით მოამარაგებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button