მნიშვნელოვანისაქართველო

დეფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი დროებით გახსნა

ოკუპირებული ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და სასწრაფო დახმარების მანქანამ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 55 წლის ქალი გადმოიყვანა. ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გამო ახალგორელები სამედიცინო მომსახურებით ვერ სარგებლობდნენ.

დეფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გამო ოკუპირებულ ახალგორში მოძრაობა გაურკვეველი ვადით არის აკრძალული. მოსახლეობა ვერ გადაადგილდება.

საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საოკუპაციო რეჟიმის ეს უკანონო გადაწყვეტილება უხეშად ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, ზღუდავს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას და საკუთარ კარ-მიდამოზე წვდომას.

ცხინვალის დეფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვარი ორ გამშვებ პუნქტზე ჩაკეტა.

დეფაქტო მთავრობის განმარტებით, ე.წ. საზღვარი ოფიციალური თბილისის მიერ დაძაბულობის ესკალაციასთან დაკავშირებით ჩაიკეტა, რომელიც ვითარების ნორმალიზების შემდეგ გაიხსნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button