მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
დეპუტატების და მათი ოჯახის წევრების საჩუქრები

ბინები, ავტომობილები, ათასობით დოლარი, ძვირფასი ნივთები – ეს იმ საჩუქრების ჩამონათვალია, რომლებსაც დეპუტატები და მათი ოჯახის წევრები, ნათესავებისგან და სრულიად უცნობი პირებისგან იღებენ.
კვლევას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აქვეყნებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საჩუქრები, საჯარო მოხელეების დეკლარაციებშია შეტანილი და ყველაზე ხშირად ძვირადღირებულ საჩუქრებს დეპუტატების მეუღლეები ახლო ნათესავებისგან იღებენ.
კვლევის მიხედვით, 11 დეპუტატისთვის, საჩუქრის სახით, საკმაოდ დიდი ქონების გადაცემა დაფიქსირდა ოჯახის წევრების მხრიდან.
კვლევის თანახმად, 11 დეპუტატიდან 10 საპარლამენტო უმრავლესობის წევრია, ხოლო ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი.