მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დეპუტატების მწვავე კითხვები ეკონომიკის მინისტრს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გიორგი ქობულიას უსმენენ. გიორგი ქობულია კანონმდებლების წინაშე მოხსენებით წარდგა. ამ წუთებში დეპუტატები ეკონომიკის მინისტრს, უკვე კითხვებით მიმართავენ. ოპოზიციას მწვავე შეკითხვები „გაზპრომთან“ დაკავშირებით აქვთ. რუსეთის ენერგოკომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებას გასული წლის 31 დეკემბერს გაუვიდა ვადა. ახალი ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მთავარი შეკითხვაა, თუ რატომ არ ფორმდება ხელშეკრულება „გაზპრომთან.“ ოპოზიციის თქმით, საზოგადოებამ არც ის იცის, ხელისუფლება „გაზპრომთან“ საერთოდ აწარმოებს თუ არა მოლაპარაკებას.

ოპონენტების აზრით, ხელისუფლებას ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის ხედვა არ აქვს. “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ ეკონომიკის მინისტრს ჰკითხა, რამდენ ხანში დაეწევა საქართველო ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას.

მოსმინეთ გიგა ბოკერიას და გიორგი ქობულიას დიალოგი.

კანონმდებლების კითხვები გახშირებულ რეგულაციებსაც ეხება. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, დარგობრივი მიმართულებით ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია.

მოისმინეთ “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის ხმა.

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და რუსულ ენერგო გიგანტ, “გაზპრომთან” გასაფორმებელი ხელშეკრულება – ეს არის ის საკითხები, რომელზეც კითხვებს მმართველი გუნდის წევრი, “ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატების” წარმომადგენელი მირიან წიკლაურიც დასვამს.

დეპუტატებმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ხუმრობისთვისაც მოიცალეს. გიორგი ქობულიას დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში ელოდებოდნენ, რა დროსაც კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კოლეგებს პოეზიით გართობაც კი შესთავაზა.

მსგავსი პოსტები

Back to top button