მნიშვნელოვანისიახლეები

დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” ლოცვისთვის ემზადება

დეპუტატი “ქართული ოცნებიდან”, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე მოქალაქეებს მიმართავს და მათთვის ლოცვას ჰპირდება. ამ პოსტით ის ეხმაურება “აგენტების კანონის” მოწინააღმდეგეთა ინიციატივას, რომლებიც ამ კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს “ქვეყნის ღალატისთვის” სიმბოლურად 30 თეთრს ურიცხავენ ანგარიშზე.

“ამ მძიმე დღეს თქვენთვის ვილოცებ, უფალს ვთხოვ მოგიტევოთ თქვენში გაჯერებული ზიზღი და გიხსნათ ბოროტი ძალებისგან..
თქვენი ჩარიცხული თანხა კი ეკლესიის შესაწირ ყუთში იქნება”, – წერს დეპუტატი.
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა დაწერეს, რომ “ქვეყნის გამყიდველებს”, წითელ პარასკევს, სიმბოლურად, 30 თეთრს ურიცხავდნენ.

ნაცების ბრძოლა ხელისუფლებისთვის მოხერხებულად შეფუთეს “კი ევროპას და არა რუსეთს” კამპანიით.. – წერს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

წილოსანის თქმით, მიშა სააკაშვილი, ნიკა გვარამია , ლაკა ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, ეკა გიგაური წარსული და რუსულია და არა ევროპული. მანვე საზოგადოებას მოუწოდა დაფიქრდნენ – რა იქნება საბოლოო შედეგი და ვინ იხეირებს ამ ყველაფრით.

“ნაცების ბრძოლა ხელისუფლებისთვის მოხერხებულად შეფუთეს “კი ევროპას და არა რუსეთს” კამპანიით ..

ვისაც გჯერათ რომ მიშა სააკაშვილი, ნიკა გვარამია , ლაკა ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, ეკა გიგაური და ა. შ ევროპაა , გეტყვით რომ ეს უბრალოდ წარსული და რუსულია, და არა ევროპული ❌

და თუ არ გჯერათ რომ ამ ვითომ ევროპისთვის ბრძოლის უკან ნაცების ბრძოლაა ხელისუფლებისთვის , ერთი წამით დაფიქრდით – რა იქნება საბოლოო შედეგი და ვინ იხეირებს ამ ყველაფრით,” – წერს ნინო წილოსანი.

მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო სადავო კანონპროექტი, რომლის წინააღმდეგაც თბილისში უწყვეტად იმართება ხალხმრავალი აქციები, მოქალაქეებმა ამ კანონის მხარდამჭერ დეპუტატებთან ჯერ სმს-ების გაგზავნა დაიწყეს, შემდეგ კი – სიმბოლური თანხის ჩარიცხვა პირად ანგარიშებზე, დანიშნულების ველში “ქვეყნის ღალატისთვის” მითითებით.

“აგენტების კანონი” მეორე მოსმენით პარლამენტმა 1 მაისს მიიღო – მას 83 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ბოლო სამი დღის განმავლობაში პოლიციამ ამ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე ასამდე ადამიანი დააკავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button