მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დეპუტატის სახლი კინოთეატრით, საუნით, აუზით, ტერასებით…

ეს “ქართული ოცნების” ფავორიტი დეპუტატის, თბილისის მერ კახა კალაძის მეჯვარის, დეპუტატ ივლიანე (ილია) წულაიას 3 სართულიანი საცხოვრებელი სახლია თბილისში, დიღმის საცდელ მეურნეობაში, გრიგოლ ფერაძის ქუჩაზე.

ინფორმაციას presa.ge ავრცელებს.

წულაიას ქონებრივი დეკლარაციისა და საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კერძო სახლი, რომელიც 1 746 კვ.მ.-ზე მდებარეობს, მისი მეუღლის, ქეთევან გოცაძის სახელზეა გაფორმებული. სახლში არის მარანი, საუნა, კინოთეატრი, აუზი და დიდი ტერასები. ეს რომ ასეა, დეპუტატ წულაიას მეუღლის მიერ გაგზავნილი ოფიციალური დოკუმენტიდანაც დასტურდება.

“მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სწორ ტერიტორიას და შეადგენს 1,746 კვადრატულ მეტრს. საცხოვრებელი შენობა წარმოადგენს 3 სართულიან საცხოვრებელ სახლს სარდაფით. სარდაფის სართულზე მდებარეობს: კინოთეატრი, მარანი, საუნა, ფიტნესის ოთახი და სველი წერტილები.

“პირველ სართულზე მდებარეობს ავტოფარეხი, საერთო ოთახი, სამზარეულო, კაბინეტი და სველი წერტილები, აგრეთვე საბოილერო.

“მეორე სართულზე განთავსებულია საძინებლები. მესამე სართულზე მდებარეობს საერთო ოთახი და კაბინეტი, აგრეთვე განთავსებულია დიდი ტერასები.

“შენობა აქვს იტალიური აგურით მოპირკეთებული ვინტილირებადი ფასადი.

“კარფანჯარა არის მაღალი ხარისხის იზოალუმინის მასალისგან. შენობა გადახურულია ბრტყელი გადახურვით.

“მოგახსენებთ იმასაც, რომ მშენებლობა უკვე განხორციელებული და დასრულებულია.“ – ეს არის ქართული ოცნების ფავორიტი დეპუტატის, ივლიანე წულაიას მეუღლის, ქეთევან გოცაძის მიერ არქიტექტურის სამსახურისათვის გაგზავნილი წერილის ამონარიდი.

დეპუტატმა ივლიანე (ილია) წულაიამ მიწის ნაკვეთი, სადაც ეს სახლი ააშენა, 2012 წელს შეიძინა და მასში 120 000 დოლარი, ანუ დღევანდელი კურსით, 360 000 ლარი გადაიხადა.

სახლი კი, ქონებრივ დეკლარაციაში 500 000 ლარად აქვს შეფასებული.

მასვე ეკუთვნის სამი ბინა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, რომლებიც 2018 წელს იყიდა (51 765, 52 275 და 106 505 დოლარად) ჯამში, – 219 545 დოლარად, ანუ დღევანდელი კურსით, – 631 635 ლარად.

მსგავსი პოსტები

Back to top button