დეპუტატებს ხარჯებისთვის განკუთვნილი თანხები აღარ დაებეგრებათ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩვიდმეტ უხელფასო დეპუტატს საქმიანობის განხორციელებისთვის გამოყოფილი ხარჯები აღარ დაებეგრება.

გადაწყვეტილება ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. როგორც რადიო „ჰერეთს“ საკრებულოს თავმჯდომარემ, გოდერძი ბარბაქაძემ განუცხადა, დეპუტატები მომავალი თვიდან 240 ლარის ნაცვლად 300 ლარს მიიღებენ. ბარბაქაძე ამბობს, რომ უახლოეს მომავალში საკრებულო უხელფასო დეპუტატებისთვის ხარჯების გაზრდასაც გეგმავს.

მოუსმინეთ საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძის ხმას

მსგავსი პოსტები

Back to top button