დეტროიტში „ზომბილენდი“ დაანგრიეს [Video]

დეტროიტში პარკ ავენიუზე 13-სართულინი სასტუმრო დაანგრიეს.

იგი 1924 წელს, არქიტექტორ ლუი კემპერას პროექტით იყო აშენებული, რომლის ავტორობით, 1920-იან აყვავებულ წლებში, ბევრი შენობა აიგო.

ქალაქის დაკნინებასთან დაკავშირებით, 2003 წელს, ოტელი უკანასკნელმა არენდატორებმა დატოვეს და იგი დაიხურა. 2006 წელს, სასტუმრო აშშ-ის ისტორიული ძეგლების რეესტრში შევიდა.

ოდესღაც ბრწყინვალე ოტელის სახურავზე ბალახი აბიბინდა, ადგილობრივმა ახალგაზრდებმა კი მისი კედლები გრაფიტით მოხატეს. ერთ-ერთი წარწერა მსხვილი ასოებით გვაუწყებს – „Zombieland“.

დანგრევის წინ, სასტუმრო უპილოტო თვითმფრინავის მეშვეობით გადაიღეს. მის დემონტაჟს 100 კილოგრამი დინამიტი დასჭირდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button