მნიშვნელოვანი

,,დეცენტრალიზაციის ხედვა არ იძლევა წინაპირობას, რომ მისი განხორციელების პოლიტიკური ნება იარსებებს“ – კოკა კიღურაძე

მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის, კოკა კიღურაძის თქმით, ხელისუფლებამ შესაძლოა მის მიერვე წარდგენილი თვითმმართველობის განვითარების ხედვის განცორციელების პოლიტიკურ ნება აღარ გამოიჩინოს. ამის შესახებ კოკა კიღურაძემ რადიო თბილისის ეთერში, თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა და მიზეზად, წინა წლების გამოცდილება დაასახელა.

მისი თქმით, თვითმმართველობების განვითარებასა და დამოუკიდებლობაზე ხელისუფლებები 2005 წლიდან საუბრობენ, თუმცა პრაქტიკაში ამის განხორციელების პოლიტიკურ ნებას აღარ იჩენენ. კოკა კიღურაძე აღნიშნავს, რომ ასე მოხდა 2013 წელსაც, როცა იგივე რიტორიკით, მოქმედმა ხელისუფლებამ თვითმმართველობის რეფორმა განახორციელა.

კიღურაძის აზრით, ზედმეტად გრძელვადიანია რეფორმის მორიგი ტალღის განხორციელების გეგმაც, რადგან ხელისუფლება პროცესებს 7-8 წლის პერსპექტივაში გეგმავს.

მოისმინეთ კოკა კიღურაძის ხმა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button