დევიდ ბოუის სიმღერა ათასმა მუსიკოსმა შეასრულა [Photo/Video]

იტალიის ქალაქ ჩეზენაში ათასმა მუსიკოსმა მომღერალ დევიდ ბოუის სიმღერა Rebel Rebel შეასრულა, – იუწყება Rolling Stone.

ჰიტი ჯგუფმა Rockin’ 10000-მა შეასრულა, რომელიც მოხალისე-მუსიკოსებისგან შედგება. თავად შემსრულებლები ამ ჯგუფს მსოფლიოში ყველაზე დიდ როკ-ბენდს უწოდებენ.

“შარშან ჯგუფ Foo Fighters-ის სიმღერა Learn to Fly შევასრულეთ, რომელსაც რევოლუცია უწოდეს. ახლა რასაც ხედავთ, ესეც რევოლუციაა. მთელი მსოფლიოს მუსიკოსები ერთად შეიკრიბნენ და ჭეშმარიტად ცოცხალ შოუს წარმოგვიდგენენ”, – განაცხადა Rockin’ 1000-ის დამფუძნებელმა ფაბიო ძაფანინიმ.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი დევიდ ბოუი, მიმდინარე წლის 10 იანვარს, 70 წლის ასაკში, ონკოლოგიასთან 18 თვის ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ინგლისელ მომღერალს, კომპოზიტორს, მსახიობს, მულტიინსტრუმენტალისტს, პროდიუსერს, არანჟირების ავტორსა და აუდიო ინჟინერ დევიდ ბოუის, საკუთარი კარიერის მანძილზე გაყიდული აქვს 136 მილიონი ალბომი და ბრიტანეთის პოპ-მუსიკის ისტორიაში 10 ყველაზე კარგად გაყიდვად მუსიკოსებს შორის საპატიო ადგილს იკავებს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”39570″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button