დევისის თასი: საქართველოს ნაკრები მეორე ევროპულ ზონაში აღზევდა
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასის მესამე ევროპული ზონიდან მეორეში აღზევდა.
სან-მარინოში მიმდინარე ტურნირის D ჯგუფში წარმატების შემდეგ, 18 ივლისს, ქართველმა ჩოგბურთელებმა ესტონეთსაც აჯობეს.
ალექსანდრე მეტრეველმა ვლადიმირ ივანოვს 6:3, 7:6 სძლია, ხოლო ნიკოლოზ ბასილაშვილმა იურგენ ზოპს მხოლოდ პირველი სეტი დაუთმო – 3:6, 6:2, 6:4. საბოლოოდ 2:0 და მესამე მატჩის გამართვაზე გუნდებმა უარი თქვეს.
სან-მარინოში საქართველოს ნაკრებმა (ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ცივაძე, გიორგი ჯავახიშვილი, კაპიტანი ვლადიმერ გაბრიჩიძე) ჯგუფში ალბანეთის, მალტისა და ისლანდიის ნაკრებებს აჯობა.