მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დევნილთა დასახლებაში ხანძრის დროს გადმოვარდნილი ქალი გარდაიცვალა

პეკინის გამზირზე, ხანძრის დროს საცხოვრებელი სახლიდან გადმოვარდნილი ქალი, გარდაიცვალა. ინფორმაციას ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ადასტურებენ, სადაც პაციენტი შეიყვანეს.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

შეგახსენებთ, თბილისში, პეკინის გამზირზე, დევნილთა საცხოვრებელში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს.

ადგილზე მუშაობდა 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button