მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მგზავრების გადაყვანის დროს სამარშრუტო ხაზის მძღოლი გარდაიცვალა

თბილისი -დედოფლისწყაროს მიმართულების სამარშრუტო ხაზის მძღოლი, მგზავრების გადაყვანის დროს გარდაიცვალა.
შემთხვევა სოფელ გამარჯვებასთან მოხდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, სამარშრუტო მიკროავტობუსის შეჩერება ერთ- ერთმა მგზავრმა მოახერხა.
მძღოლს, სავარაუდოდ, გულის შეტევა დაემართა და საჭესთან მყოფი დაიღუპა.

ტრანსპორტში ათამდე მგზავრი იმყოფებოდა და მათგან არცერთი დაშავებული არ არის.
გარდაცვლილი სოფელ არბოშიკის მკვიდრია და ის დედოფლისწყარო- თბილისის რეისებს, წლების განმავლობაში ასრულებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button