მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

დევნილთა პოლიკლინიკა იყიდება

ზუგდიდში მდებარე დევნილთა პოლიკლინიკა იყიდება,-ამის შესახებ ინფორმაციას ა. ო. „დევნილი ქალები საკუთარი უფლებების დაცვისთვის“ ავრცელებს.

ორგანიზაციის თვმჯდომარე ნონა უბილავა ამბობს, რომ პოლიკლინიკის გასხვისება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის ინტერესებშია.

„რუსლან აბაშიძე მორიგ ვანდალურ აქტს აწერს ხელს! მას კანონდარღვევით უნდა დევნილთა პოლიკლინიკის გასხვისება და საკუთარი ყულაბის შევსება. ეს პოლიკლინიკა შეძენილია თითოეული მისი თანამშრომლის ხელფასის ეკონომიის ხარჯზე. აქ ბენეფიციარები არამხოლოდ რეგიონში განსახლებული დევნილები არ არიან. ამ დაწესებულებაში ჩვეული გულისყურით ღებულობენ პაციენტებს ოკუპირებული აფხაზეთიდან. უწყების სტაფმა ხის ქვეშ ცარიელი ხელებით დაიწო მუშაობა და დღემდე დევნილების სამსახურში არიან. აფხაზეთის მთავრობის დევნილთმოძულე თავმჯდომარე კი ჩვეული გულგრილობით
ემოციის და თანაგრძნობის გარეშე ქუჩაში ყრის ამ გაჭირვებულ მედ პერსონალს და გზას უკეტავს რიგით დევნილს გარკვეული პროგრამების ხელმისაწვდომობისგან. გპირდებით , რომ არ დაგითმობთ იმას , რაც შვქმენით „- აცხადებს ნონა უბილავა.

ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკაში ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს. პოლიკლინიკის დირექტორი ოთარ შენგელია,რომელიც ყოფილი “ტყის ძმების” დათო შენგელიას ძმაა ამბობს, რომ გასხვისებაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა აქვს ინფორმაცია, რომ პოლიკლინიკა მართის უფლებით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრს უნდა გადაეცეს.

„გასხვისებაზე ჯერჯერობით არ არის საუბარი, მაგრამ მართის უფლების გადაცემაო სხვას, ტატიშვილის სამედიცინო ცენტრს და მეტი არაფერი ვიცით..მერე სახელსაც შეუცვლიან ალბათ და თავიანთ ხალხს მოიყვანს ახალი უფროსი, აქ სამსახურებსაც დაკარგავს ხალხი..არ ვიცი, ჩვენ ფასებიც დაბალი გვაქვს და წაგებაზეც არ მუშაობს ორგანიზაცია”,-ამბობს შენგელია.

ინფორმაციის გადამოწმება რადიო თბილისმა დევნილთა ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში სცადა,რადგან ზუგდიდის დევნილთა პლიკლინიკა ამ სამინისტროს დაქვემდებარებაშია, თუმცა, სამინისტროში ზარებს არ უპასუხეს

მსგავსი პოსტები

Back to top button