მნიშვნელოვანისიახლეები

დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 1 955 ადამიანი გამოჯანმრთელდა

მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 32 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 39 315 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 302 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 013 PCR ტესტით.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 3 590 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 67 ადამიანი.

სულ ჩატარდა 2 520 230 აცრა, დღიურად აცრილია 4 520.

დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 1 955 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 942 173 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 904 903 გამოჯანმრთელდა, 14 009 კი, გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 590 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 1 569 შემთხვევა

📌აჭარა – 366

📌იმერეთი – 505

📌ქვემო ქართლი – 149

📌შიდა ქართლი – 199

📌გურია – 222

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 235

📌კახეთი -185

📌მცხეთა-მთიანეთი -93

📌სამცხე-ჯავახეთი – 42

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -25.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 140 ახალი შემთხვევა დაადასტურა. საახალწლო უქმე დღეების შემდეგ, 3 იანვარს, ღამით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ ოთხ დღეში გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 4 პაციენტი.

პანდემიის განმავლობაში აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 38 007 შემთხვევა, მათგან 561 გარდაცვალების. დაუზუსტებელი მონაცემებით, საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 942 173 შემთხვევა. მათგან 904 903 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 14 009 ადამიანი.

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 293 მილიონს გადააჭარბა. ­შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5.46 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 255.4 მილიონს შეადგენს.

მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 32 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ყველაზე მეტი – 57 მილიონი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი 34.9 მილიონზე მეტი შემთხვევით. მათ ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი მოჰყვებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button