მოზაიკამსოფლიო

დღეს ცაზე “შობის ვარსკვლავის” დანახვას შეძლებთ

დღეს, 21 დეკემბერს, ზამთრის მზებუდობა, ანუ ნაბუინობა დადგება, რაც ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში იქნება ყველაზე მოკლე დღე და ყველაზე გრძელი ღამე.
ეს არის მომენტი, როცა დედამიწის ღერძი მაქსიმალურადაა გადახრილი მზისგან, რომელიც სამხრეთის ტროპიკის პარალელის ზევით, ცაზე მაქსიმალურად სამხრეთით იქნება განლაგებული.

ნაბუნიობის დადგომა ასტრონომებისთვის ეგრეთ წოდებული “ასტრონომიული ზამთრის” დასაწყისს აღნიშნავს.

ამავე დროს, მზებუდობა სამხრეთ ნახევარსფეროს ასტრონომიული ზაფხულის დაწყებას აუწყებს, საიდანაც მზე ყველაზე მაღლა გამოჩნდება. სამხრეთ ნახევარსფეროში 21 დეკემბერი იქნება ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე მოკლე ღამე.

ზამთრის მზებუდობა, რომელიც თბილისის დროით 14:02-ზე დადგა, წელს განსაკუთრებულ ასტრონომიულ მოვლენას თანხვდება: მზის სისტემის ორი ყველაზე დიდი პლანეტა, სატურნი და იუპიტერი უაღრესად იშვიათი პლანეტარული განლაგება მიიღეს, უფრო ახლოს აღმოჩნდნენ ერთმანეთთან ვიდრე ბოლო 400 წლის განმავლობაში. ამ მოვლენას ასტრონომები “დიდ შეერთებას” უწოდებენ.

ამ სანახაობით დატკბობას შეუიარაღებელი თვალითაც შეძლებთ, თუ ამ კვირის განმავლობაში, ნებისმიერ დღეს მზის ჩასვლის შემდეგ ღამის ცას დააკვირდებით. საუკეთესო თარიღი იქნება ორშაბათს, 21 დეკემბერს, იდეალური დროა მზის ჩასვლიდან 45 წუთის შემდეგ.

ბევრი მკვლევარი, მათ შორის ლეგენდარული გერმანელი ასტრონომი იოჰანეს კეპლერი თვლიდა, რომ ძვ.წ. 7 წელს მომხდარი სატურნისა და იუპიტერის მსგავსი შეერთება იყო “ბეთლემის ვარსკვლავის” ან “შობის ვარსკვლავის” ცნობილი ბიბლიური ამბავის შთაგონების წყარო მათეს სახარებიდან, რომელშიც სამ ბრძენ კაცს ქრისტეს შობის შესახებ ვარსკვლავმა აუწყა.

მსგავსი პოსტები

Back to top button